კუჭავა კახაბერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფაილი:KuWava kaxaber.jpg
კახაბერ კუჭავა
კახაბერ კუჭავა – დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს ქ. ქუთაისში. — იურისტი, პოლიტიკოსი
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1996-2001); ნოტინგემის სამართლის სკოლა, კორპორაციული სამართლის მაგისტრი (2002-2003).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი (2001-2002, 2005)
- იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტი (2001-2004)
- საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2005)
- USAID-ის პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული და სამეწარმეო სამართლის სპეციალისტი (2005-2007)
- საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლის ექსპერტი (2007-2010)
- საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ დირექტორთა საბჭოს წევრი (2011-2015)
- სს „კავკასიის მინერალების“ გენერალური დირექტორი (2012-2016)
- სამთო-გეოლოგიური კომპანიის „GeorgianCopperand Gold“ გენერალური დირექტორი (2015-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2019-2020), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე — (11-12-2020 ); ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020);
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- ქართველი იურისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები