არაშენდის მთავარანგელოზის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაშენდის მთავარანგელოზის ეკლესია - არქიტრქტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ არაშენდის სამხრეთ–აღმოსავლეით, მთაზე. თარიღდება განვით. ფეოდალური, ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (9,2X5,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. შენობის კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმლის საპირეები, ლავგარდანი და თაღები თლილი ქვისაა, გარედან სწორკუთხა, შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, მის მარცხენა მხარეს – თაღოვარნი ნიში. აფსიდის სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ – ქვის კანკელი, რომელსაც თაღოვანი შესასვლელი აქვს. მისგან მარცხნივ შეისრული ფორმის ნიშია, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმლებია. კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნით შელესილია.

სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის არქიტრავზე, გამოსახულია ტოლმკლავებიანი ჯვარი, აღმმოსავლეთის ფასადის ფრონტონის თავზე ქვისგან გამოკვეთილი ცხვრის თავი დგას. შენობას შემოვლებული აქვს თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ქვის ფილებით.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები