ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ფლავის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის ვაკეზე, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფლავის სამხრეთით 1 კილომეტრზე, სოფლის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (11X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კუთხეები ამოყვანილია მოწითალო ფერის ნატეხი ქვის კვადრებით. შენობის ნახევარწრიულ აფსიდში სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ღრმა ნიში. თითო სარკმელი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია. გრძივი კედლების თითო პილასტრზე გადადის საბჯენი თაღი, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. კედლებზე დეკორად თაღებია. აღმოსავლეთ. ფასადზე, სახურავის ქვევით, კედელში ჩასმულ მოწითალო კლდის ქვაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.
ეკლესიას სამხრეთით მინაშენი (სიგრძე 1,8 მ) აქვს, რომლის ექვსი სვეტი შენობის სამხრეთ კედელზეა მიდგმული. სვეტებზე გადადის თაღები. კამარა ცილინდრულია. მინაშენის სამხრეთით გეგმით ოთხკუთხა კარიბჭეა.