სირინგსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:57, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სირინგსი – (ბერძნ.) ნაიადა. პანმა, როდესაც თვალი ჰკიდა მშვენიერ სირინგსს, დაედევნა და მანამ სდია, ვიდრე საბრალო ნაიადა მდინარეში არ გადავარდა. სირინგსი ლერწმად გარდაისახა. როდესაც ქარი უბერავდა, ეს ლერწამი ირხეოდა და სევდიან ხმებს გამოსცემდა. პანმა ამ ხისგან გამოთალა თავისი სტვირი და მას მშვენიერი ნაიადას მოსაგონებლად სირინგსი უწოდა.