ჩადრისთავის საყდარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 5 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩადრისთავის საყდარი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,5X5,35 მ), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია რიყის ქვაც. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: კედლები მხოლოდ 1-2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. არქიტრავიანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელზე მიდგმულია მწვანე ტუფის კარგად გათლილი ქვებით ნაწყობი სატრაპეზო.