ბრიგანტინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:14, 8 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბრიგანტინა - (ფრ. brigantin < brigand–ყაჩაღი).
- პატარა იალქნიან-ნიჩბიანი სწრაფმავალი გემი გალერის ტიპისა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აუზში XV–XVIII სსში. ჰქონდა 8–16 წყვილი ნიჩაბი თითოეულზე 1 მენიჩბით და 12 ანძა სამკუთხა იალქნებით. ფართოდ იყენებდნენ დალმაციელი და ტუნისელი მეკობრეები, აგრეთვე ევროპული ქვეყნებისა და თურქეთის ფლოტებში.
- იალქნიანი 2–3 ანძიანი გემი XVIII–XX სსში პირდაპირი აღჭურვილობით ფოკანძაზე. ბიგანტინები შედიოდნენ მრავალი ქვეყნის სამხედრო ფლოტების შემადგენლობაში, გამოიყენებოდნენ სავაჭრო გემებადაც. წყალწყვა 300 ტ-მდე, სიგრძე 19–36 მ, სიგანე დაახლ. 3,5 მ, ჩაჯდომა 5,5 მმდე, ეკიპაჟი 70–150 კაცი.