შარმანაშვილი თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილიქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში (2011-2016).

დაიბადა 1964 წლის 12 აგვისტოს თბილისში.

განათლება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1986).

სამუშაო გამოცდილება
1986-1992 – ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი.
1992-1993 – საქართველოს მთავრობის კანცელარია, ადამიანის უფლებათა დაცვისადა ეროვნული უმცირესობის განყოფილების გამგე;
1993 – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიასთან (კონფლიქტის პერიოდში, ოფისი სოხუმში);
1994-1995 – ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების (სოჭი, ოთხმხრივი, გაეროსა და რუსეთის მონაწილეობით) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
1993-1995 – ადამიანისუფლებათა დაცვისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
1995-1999 – საქართველოს პარლამენტის წევრი, ედპ პარტიული სიით, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
1999-2000 – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;
2000-2004 – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;
2004-2005 – ქ. თბილისის საოლქო სასამართლო, მოსამართლე;
2005-2006 – ცენტრალური საარჩევნო კომისია, სპეციალისტი;
2006-2009 – გაეროს განვითარების პროგრამა – დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ანალიტიკოსი;
2009-2010 – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი;
2015.08-2016.03 – სომხეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მდივანი;
2016 – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;
2017 – საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი (მაისი, ნოემბერი);
2016-დან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი;


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები