მესტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:59, 2 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მესტი − მსუბუქი, რბილლანჩიანი, დაბალყელიანი ფეხსაცმელი. კერავდნენ კარგად დამუშავებული ტყავისგან, ატარებდნენ შავსა და ღია ფერისას, იკვრებოდა თასმებით. ზოგჯერ მესტზე წუღას იცვამდნენ, რომელსაც წუღა-მესტს უწოდებდნენ. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იგი „აბდესთ-მესტი”-ს სახელითაა დაცული. ეთნოგრაფიული მასალებით აბდესთ-მესტი მუსლიმური განბანვის რიტუალს − „აბდესს” უკავშირდება, რომელსაც ძირითადად მოხუცები იყენებდნენ. დილით როცა რიტუალს შეასრულებდნენ, ჩაიცვამდნენ მესტებს და ღამის ლოცვამდე, „აბდესის აღების” ანუ განბანვის რიტუალის დროს, მათ ჰქონდათ ფეხების დაბანის ვალდებულება. ეს ფეხსამოსი, ძირითადად, ზამთრის პერიოდში იხმარებოდა, როცა წყალი ცივი იყო და მოხუცებს განბანვის რიტუალის დროს ცივი წყლით დაბანა უჭირდათ.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:252; შერვაშიძე, 2018.