კვატუში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:00, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვატუში - (რაჭ.) ნავისებური, დაბალქუსლიანი, სახელურიანი ხის ჭურჭელი, გამოიყენებოდა ღვინის სასმისად. უმეტესად კვატუში დაჭრელებულია, ამოღარული ზოლებითა და ტეხილი ხაზებით. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს მთიან ზოლშიც.