მეგრული წითელი ჯიშის ძროხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 19 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეგრული წითელი

მეგრული წითელი ჯიშის ძროხა - ძროხის ეს ჯიში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში. ძველი მეჯოგეების ცნობით, და სხვა გადმოცემით, ამ ჯიშს გამოყვანისას რომელიმე უცხო ჯიში არ ყოფილა გაოყენებული. ამასავე ადასტურებს კრანიოლოგიური და იმუნოგენეტიკური (სისხლის ჯგუფების) გამოკვლევის შედეგები. ეს ჯიში ტანად საქარველოს სხვა აბორიგენულ ჯიშებზე დიდია (ფურების საშუალო ცოცხალი მასა 280 კილოგრამამდე, კუროების 440 კგ-მდე აღწევს). ექსტერიერის ყველა ნიშნის მიხედვით, იგი ხასიათდება ნაზი და მკვრივი, მაგარი კონსტიტუციით, კარგად ეგუება ჭაობიან საძოვრებსაც მაშინ, როცა სხვა ჯიშის ძროხა ამ პირობებს ვერ უძლებს. მის ძვირფას თვისებას წარმოადგენს რძის მაღლი ცხიმიანობა, რომელიც საშუალოდ, 4,45%-ს, ხოლო მაქსიმალური 6,17-ს აღწევს.

მეგრული წითელი საქონელი ტანით 1,3-ჯერ მეტია, ვიდრე ქართული მთის ძროხა, კარგად არის შეგუებული მომთაბარეობის პირობებს, იძლევა საუკეთესო მუშა ხარებს, გამოირჩევა რძის მაღალი ცხიმიანობით და გაუმჯობესებული კვებისა და მოვლა-შენახვის პირობებში შეუძლია წელიწადში 2-3,0 ათასი კილოგრამი რძის მოცემა 4,2-4,4% ცხიმიანობით, ანუ საბაზისო ცხიმიანობასთან შედარებით 0,6-0,8%-ით მეტი.

ქართული მთის ჯიშის პირუტყვი შესანიშნავად იყენებს სხვა ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის მიუწვდომელ მაღალმთიან ციცაბო საძოვრებს, მეგრული წითელი ჯიშის ძროხა კი, მთიან საძოვრებთან ერთად, ჭაობიან საძოვრებასც, რაც ამ ჯიშის ფრიად მინიშვნელოვანი განმასხვავებელი თვისებაა.

საჭიროა ამ ჯიშს ხალასი მოშენების გზით გამრავლება, პროდუქტიულობის ამაღლებასთან ერთად მათი უბრალო კონსტიტუციური სიმაგრის, ამტანიანობის, სიმკვირცხლისა და სამუშაო თვისებების, მარალი ცხიმრძიანობის შენარჩუნება და სხვა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები