ანასტასიოს დიაკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 26 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანასტასიოს დიაკონი - (გ. 662), მაქსიმე აღმსარებლის თანამოღვაწე. ანასტასიოს ხუცესთან ერთად რომში დაემოწაფა წმ. მაქსიმეს. მასთან ერთად იღებდა მონაწილეობას ანტიმონოთელიტურ პოლემიკაში, რის გამოც გადაასახლეს დასავლეთ საქართველოში. თეოდოსი ხუცესის ცნობით, „მაქსიმეს ცხოვრების“ პირველწყაროს სწორედ ანასტასიოს დიაკონის წერილობითი და ზეპირი მონათხრობი წარმოადგენს: „ანასტასიოს, რომელმან ესე ყოველი აღწერა და მომიძღუანა თევდოსი ხუცესსა, რომელმან აღვწერე ყოველივე ესე მოღუაწებაჲ წმიდისა მაქსიმესი, ესე ანასტასიოს შეაყენეს ციხესა სახელით ბოკელეს“. შემდეგ „ანასტასიოს დიაკონი წარიყვანეს ციხესა თაკუერისასა აფხაზეთს და იყოფოდა მუნ ვიდრე სიკუდილამდე მეფისა მის მწვალებელისა. ამისა შემდგომად მიეცა ფლობაჲ და მოვიდა საბერძნეთად. და ყოველივე გუაუწყა, რაჲ იგი შეემთხვა მათ“. ანასტასიოს დიაკონის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს 21 იანვარს (ახ. სტილით 3 თებ.).

გ. მაჭარაშვილი

ლიტერატურა

  • ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები., ნაწ. 1, კიმენი, ტ. 1, კ. კეკელიძის გამოც., ტფ., 1918;
  • წმიდანთა ცხოვრება, ტ. 1, თბ., 2001.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები