ეტიუდი (თეატრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:01, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტიუდი – (ფრ. etude – სწავლა), სავარჯიშოების სისტემა თეატრალურ პედაგოგიკაში, რომლის მიზანია სამსახიობო ტექნიკის განვითარება და სრულყოფა. შეიცავს სხვადასხვაგვარ სცენურ ქმედებებს, მათ შორის, იმპროვიზაციულს ან წინასწარ შემუშავებულს პედაგოგის მიერ.

სასწავლოს გარდა, არსებობს, აგრეთვე, სპეციალური ეტიუდები, რომლებსაც რეჟისორი სარეპეტიციო პერიოდში სთავაზობს მსახიობს პიესის გრძნობათა ბუნების, მხატვრული მასალის, სტილის დაუფლების მიზნით.

ეტიუდი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური. სტანისლავსკი ეტიუდს მიიჩნევდა როლზე მუშაობის საუკეთესო საშუალებად. სხვადასხვა მიმართულების რეჟისორები ქმნიდნენ ეტიუდების დამოუკიდებელ სისტემას. ასეთი იყო ე. ვახტანგოვის სარეპეტიციო დავალებანი, ვ. მეიერხოლდის ბიომექანიკა, კ. მარჯანიშვილის კომპოზიციური სცენები (მიზანსცენები) (და სხვ.).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები