თაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:41, 30 აგვისტო 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თაღი – (იტალ. arco) არქიტექტურული დეტალი, კედელში დატანებული ღიობების – (ფანჯრის, კარის, ჭიშკრის) ან ორ საბჯენს (მაგლითად, ხიდის საყრდენების) შორის მანძილის — მრუდხაზოვანი გადახურვა.
არქიტექტურის ისტორიაში ცნობილია შემდეგი ტიპის თაღები:
- უსახსრო თალი
- სახსრიანი თაღი
- ორსახსრიანი თაღი
- სამსახსრიანი თაღი
- სამყურა, სამკბილა თაღი
- სამცენტრიანი თაღი
- გუთური თაღი
- კბილანა თაღი
- მუზარადისებრი თალი
- ელიფსური თაღი
- კონცენტრული
- კოლოფა, მრავალცენტრიანი თაღი
- ცრუ თაღი
- მშვილდა თაღი
- მრავალყურა, მრავალკბილა თაღი
- ყირა თაღი
- ამაღლებული თაღი