მორფევსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:40, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მორფევსი – (ბერძნ.) სიზმრის ღმერთი. ძილის ღვთაება ჰიპნოსის ძე.
ანტიკურ ხელოვნებაში მორფევსს წარმოსახავდნენ ფრთაშესხმულ მოხუცად, რომელსაც სხვადასხვა სახის მიღება ძალუძდა (ბერძნული სიტყვა „მორფე“ ასევე ითარგმნება: „სახე“, „ფორმა“). იგი ძილში ეცხადებოდა ხოლმე ადამიანებს. მითოსის გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჰიპნოსს სამი ძე ჰყავდა. მათგან მხოლოდ მორფევსს შეეძლო ადამიანური სახის მიღება. დანარჩენები ცხოველებისა და ბუნების მოვლენებს ბაძავდნენ.