ჟიგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:27, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჟიგა — (ფრანგ. gigue)
- ძველებური ინგლისური ხალხური ცეკვა, კელტური წარმოშობის. ჟიგა წყვილთა ცეკვაა მეზღვაურებთან კი სრულდება სოლოდ. XVII–XVIII საუკუნისათვის იგი სალონურ ცეკვად იქცა. როგორც მუსიკალური ფორმა, XVII–XVIII საუკუნის ინსტრუმენტულ სიუიტებში ჟიგა იძენს დასკვნითი ნაწილის მყარ ნიშანთვისებებს, 6/8, 9/8, 12/8 ზომებში.
- შუა საუკუნეების სიმებიანი ხემიანი სამუსიკო საკრავის ყოფითი სახელწოდება.