ოქროს კვეთი
ოქროს კვეთი – (ინგლ. Golden ratio), მონაკვეთის სიგრძის (ანუ მთელის) გაყოფა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, რომ მათი ფარდობა უტოლდება მათი ჯამის ფარდობას ამ ორი სიდიდიდან უდიდესთან. მატემატიკურად ეს ასე ჩაიწერება: a+b/a = a/b (a>b>0), სადაც a არის მონაკვეთის დიდი ნაწილი, b – მცირე ნაწილი. პროპორცია შეიძლება ჩაიწეროს განტოლების სახითაც a2+ab-b2 = 0, რომლის ამონახსნი გვაძლევს მონაკვეთის დიდი ნაწილის სიგრძეს.
მარტივი არითმეტიკული გამოთვლით დადგენილია, რომ Ф = a/b = 1,6180339887- = 1,62 (აღნიშვნა Ф შემოიღეს ბერძნებმა ცნობილი ძველბერძენი მოქანდაკისა და არქიტექტორის ფიდიასის საპატივსაცემად). პროცენტული თანაფარდობით რაიმე სიდიდის ოქროს კვეთა შეესაბამება 62 და 38%-ებს.
ისტორიულად ოქროს კვეთის ავტორი უცნობია, თუმცა ბევრი ავტორიტეტული ავტორი მას უკავშირებს ლეონარდო და ვინჩის სახელს. პრაქტიკაში გავრცელებული ოქროს კვეთის სხვა სახელწოდებებია: ღვთიური პროპორცია, მედიანური კვეთი, ოქროს პროპორცია, ოქროს ნომერი, ექსტრემალური და საშუალო თანაფარდობა.