ქართული (ცეკვა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:28, 20 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქართული – ქართული ხალხური ცეკვა. განკუთვნილი წყვილებისათვის. ცნობილი იყო ლეკურის სახელწოდებით. ჩაისახა ქართლსა და კახეთში. მუსიკალური ზომა 6/8. სრულდება საკრავიერი ანსამბლის (დუდუკი, ზურნა, დოლი) თანხლებით. „ქართულის“ კლასიკური ნიმუშია ზ. ფალიაშვილის ოპერებში – „აბესალომ და ეთერსა“ და „დაისში“.