საბერიკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:10, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბერიკო — ბერიკაობის სათამაშო ადგილი. უმეტესწილად ბერიკაობა სოფლის ეზოებში კარდაკარ ჩამოვლით იმართებოდა, მაგრამ ამასთანავე ბევრ სოფელშიც და ქალაქშიც იყო სპეციალურად ამისათვის შერჩეული ადგილი, რომელსაც „საბერიკო“ ან „სანახშო“ ეწოდებოდა. საბერიკოდ ირჩევდნენ ჩავარდნილ ადგილს, ტაფობს, ბუნებრივი ამფითეატრის გარემოს.