სტასიმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:22, 31 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტასიმი — (ძვ. ბერძ. στάσιμον), ძველბერძნულ ტრაგედიაში სიმღერა „ეპისოდიებს“ შორის. მას მაყურებელთა წინაშე ასრულებდა ქორო. სტასიმი შედგებოდა რამდენიმე „სიზიგიისაგან“, ზოგჯერ თან ახლდა „ჰიპორქემა“. სტასიმის ზომა და შინაარსი ცვალებადი იყო.