აბსორბერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:19, 25 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბსორბერი – (ლათ. absorbēre გადაყლაპვა, შთანთქმა < ab, ab- -გან, -დან, მოშორებით და sorbēre შეწოვა, შესრუტვა, ყლაპვა) – მოწყობილობა, რომელშიც აბსორბენტის მეშვეობით აირის ან სხვა ნივთიერების შთანთქმა ხდება. არსებობს მისი სახეები: გამფრქვევ-გამშხეფი, ზედაპირული, თაროვანი, თეფშა, საბარბოტაჟო, წყობურა და სხვ.