კურვატურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 8 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კურვატურა - (ლათ. curvatura სიმრუდე), თანამედროვე ტერმინი, გამოყენებული ანტიკური არქიტექტურის მიმართ – სწორხაზოვანი არქიტექტურული ელემენტების უმნიშვნელო გამრუდება, რომელსაც ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრები იყენებდნენ გეომეტრიული ხაზების სიხისტის შესანელებლად, რაკურსით აღქმისას შესაძლებელი დამახინჯების თავიდან ასაცილებლად. პირველად გამოყენებული იქნა ძვ. წ. V საუკუნეში ბერძნული არქიტექტურის უნატიფესი ნიმუშის – პართენონის მშენებლობაში, სადაც სვეტები ოდნავ დახრილია ცენტრისაკენ, განივი კვეთები არ არის იდეალური და ზევით ვიწროვდება.