გუარნერი პიეტრო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:01, 16 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუარნერი პიეტრო - Guarneri (18. II, 1655, კრემონა, – 26 III. 1720, მანტუა), ვიოლინოს იტალიელი ოსტატი. ანდრეა გუარნერის უფროსი შვილი. ვიოლინოებს ამზადებდა საკუთარი მოდელის მიხედვით (განიერი მკერდი, მომრგვალებული ფორმის ეფები და სხვ.) მის საკრავს ლამაზი ტემბრი, მაგრამ ბრწყინვალებას მოკლებული ხმოვანება აქვს.