საკიდელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 15 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საკიდელა – შენობაზე საფასადე სამუშაოების (ღებვა, ლესვა, შებათქაშება, კარნიზების მოწყობა და სხვ.) ჩასატარებლად ჩამოკიდებული ხის ან ლითონის, შეფიცრული ბაქანი, რომლის ჩამოსაკიდ ბაგირებს, როგორც წესი, ამაგრებენ სახურავიდან შვერილ მყარ კონსტრუქციაზე. უმეტეს შემთხვევაში, საკიდელა გადასაადგილებად აღჭურვილია ელექტროძრავით.