საქაშეთის ყორღანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:37, 19 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საქაშეთის ყორღანი - ყორღანი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთში, გორაკაზე. აღმოჩენილია 1961 წ. შემთხვევით, მიწის დამუშავების დროს. თარიღდება ბრინჯაოს ხანით.
ყორღანი დაზიანებულია. გადმოცემით, ყორღანში დაკრძალული ყოფილა რამდენიმე მიცვალებული. დაკრძალვის წესი გაურკვეველია. მიცვალებულის ძვლებთან აღმოჩნდა შავად გამომწვარი სხვადასხვა ზომის თიხის ჭურჭელი (დაკარგულია).