ანკერი სოლისებრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:14, 7 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ანკერი სოლისებრი – სამაგრი საშუალება, რომელიც გამოიყენება მძიმე კონსტრუქციის მისამაგრებლად ბეტონისა და აგურის საყრდენზე. არის ცილინდრული ლითონის ღერო, რომლის ბოლოზე არსებული სოლი ფართოვდება ანკერის ჩასმის შემდეგ და საიმედოდ ფიქსირდება ნახვრეტში. ასეთი ანკერები ფართოდ გამოიყენება მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების ჩარჩოების მონტაჟისთვის.