სატრაქტორო მატარებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:43, 7 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სატრაქტორო მატარებელი – ტანდემი, რომელიც შედგება ტრაქტორისა და მისაბმელისაგან (ან მისაბმელებისაგან). მისაბმელი შეიძლება იყოს ერთ, ორ ან სამღერძა. გამოიყენება ნახევარმისაბმელი საშუალებებიც. მისაბმელის დანიშნულებაა ფხვიერი და წვრილნატეხი საშენი მასალების (ქვიშა, გრუნტი, მოზაიკა და სხვ.) ტრანსპორტირება ტარის გარეშე საბაზო მანქანის მეშვეობით. გადაზიდვის ოპტიმალური მანძილია 0,5-1 კმ.