კულტურული ქამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:48, 15 მარტი 2022-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kulturuli.PNG

კულტურული ქამა (ორსპორიანი ქამა) (ლათ. Agaricus bisporus (Lge.) Sing. რუს. Шампиньон двуспоровый)

ქუდი – ხორციანი 5-10 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, კიდეებშეკეცილი, შემდეგ კი იშლება; ზედაპირი რადიალურ-ბოჭკოვანია, ჭუჭყისფერ-თეთრია, ნაცრისფერი ყავისფერ-მურამდე, ხელის დაჭერისას წითლდება; ფირფიტები თავისუფალია, ხშირი, ჯერ მოვარდისფრო-ნაცრისფერი, შემდეგ კი – მუქი ყავისფერი.

ფეხი – სიგრძით 3-6 სმ–ია და სისქით 1-2 სმ; სწორია, თანაბარი სისქისაა, ზოგჯერ ძირში გაგანიერებულია; თეთრია, საყელოს ქვემოთ ბოჭკოვანი, საყელო სქელია, ადვილად სცილდება, მოთეთროა.

რბილობი – თეთრია, გადატეხისას ვარდისფრდება ან ოდნავ წითლდება, ახასიათებს სოკოს სუნი და გემო.

სპორები – წაგრძელებული კვერცხისებრია, მეწამულ-ყავისფერი, 4-7,5X4-5,5 მკმ.

იზრდება ნიადაგზე საძოვრებზე, პარკებში, ბაღ-ბოსტნებში, გადამწვარ ნაკელის გროვებზე, ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. საუკეთესო საჭმელი სოკოა, გამოიყენება ახალი. ბევრ ქვეყანაში მოსდევენ მის საწარმოო მაშტაბით ხელოვნურ მოშენებას სპეციალურ შენობებში.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები