ყურის დაზიანებები ქალა-ფუძის ტრავმების დროს
ყურის დაზიანებები ქალა-ფუძის ტრავმების დროს — ქალა-ფუძის მოტეხილობებზე საზოგადოებას გადამეტებულად საშიში წარმოდგენა გააჩნია. რეალურად, ამ ტრავმებს უფრო ხშირად ოტოლოგიური პრობლემები ახასიათებს. თუ ღეროს დაზიანება არ არის, საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, არაქნოიდული სივრცის დაზიანება შესაძლოა მენინგიტის მიზეზი გახდეს.
ოტოგენური მენინგიტის გავრცელების მიზეზი შესაძლოა გახდეს ფუძის ძველი მიკროტრავმა და დარჩენილი ნაპრალი. როგორც წესი, ამ ნაპრალების ამოვსება ძვლოვანი სტრუქტურით არ ხდება, ამიტომ ინფექცია შუა ყურიდან შემაერთებელი ქსოვილის გაყოლებით ვრცელდება, რაც მენინგიტის პირდაპირი მიზეზი ხდება.
ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი მოტეხილობა, რომელიც უსაფრთხო ადგილას განხორციელდა, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და შეიძლება უკვალოდ გაქრეს.
ამავე დროს, სერიოზული ოტოლოგიური დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს არა ფუძის მოტეხილობამ, არამედ, უბრალო შერყევამაც. ამიტომ აზრი, რომ ქალა-ფუძის მოტეხილობის ხარისხსა და პოსტტრავმულად განვითარებულ დაზიანებებს შორის პირდაპირი კავშირია – მცდარია.
ქალას ტრავმის ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გამოვიკვლიოთ არა მარტო რადიოლოგიური მოტეხილობის ნიშნები, არამედ ფუნქციური ნიშნებიც – სმენა, წონასწორობა.
ქალას ტრავმით შემოსულ პაციენტს ვიკვლევთ შემდეგ ნიშნებზე:
- — ნევროლოგიური ნიშნები, რომელიც შესაძლოა ექსტრამენინგეალური ჰემატომის ქირურგიული ჩარევის საჭიროებას გვაჩვენებს;
- — ოტოლოგიური ნიშნების მოძიება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თერაპიული ან ქირურგიული ჩარევის შედეგად, თავიდან ავიცილოთ ოტოლოგიური დაზიანებები;