ეკლესიასტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლესიასტე - (ბერძ.) მქადაგებელი, მომხმობელი. ძველი აღთქმის წიგნი, რომელიც დაწერა სოლომონ ბრძენმა, როცა შეინანა, რომ ცოლად შეირთო კერპთთაყვანისმცემელი ქალები და მათ ბომონებიც აუშენა. ამ წიგნში იგი ამბობს, რომ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე არის ამაო და დაუდგრომელი, მხოლოდ შიში უფლისა და ღმრთის მცნებათა აღსრულება შეადგენს თვით უმთავრეს და უმაღლეს ბედნიერებას და სიკეთეს, რომელიც დაამშვიდებს და მოასვენებს კაცის სულს. სოლომონმა დაწერა კიდევ საღმრთო წერილის ორი წიგნი:

1. იგავნი სოლომონისანი, ეს წიგნი შეიცავს ბრძნულ დარიგებას ღმრთის შიშზე, ბოროტებისა და ბიწიერების უარყოფაზე, კაცთა ყოფა-ქცევაზე; 2. ქებათა ქება.



წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები