ტურმალინი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 18 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტურმალინი (ფრანგ. tourmaline < სინგ. turmali სარდიონი) – სხვადასხვა ფერის მინერალი, ალუმინისა და ბორის სილიკატი. მისი გამჭვირვალე კრისტალები განეკუთვნება ძვირფას ქვებს. იყენებენ ზუსტი ხელსაწყოების დასამზადებლად და რადიოტექნიკაში. 450-650°C ტემპერატურაზე გაცხელებით მიიღება გაკეთილშობილებული ძვირფასი ქვა (წითელ-ყავისფერი ხდება ვარდისფერი, ხოლო მწვანე – ზურმუხტისფერი). ხელოვნური ტურმალინი არ არსებობს; გვხვდება მისი იმიტაცია მინისგან.
