პალადიოს ფანჯარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 13 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პალადიოს ფანჯარა (ინგლ. Palladio window) – სამნაწილიანი ფანჯრის ღიობი, რომლის განიერი თაღისებრი შუა ნაწილი განაპირა მართკუთხა ღიობებისგან გამოყოფილია მცირე სვეტებით ან პილასტრებით. კომპოზიცია მთლიანად ჩასმულია ერთ მართკუთხა ჩარჩოში. სახელი ეწოდა იტალიელი არქიტექტორის ა. პალადიოს საპატივსაცემად (XVI ს.).
