ტიგინაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 13 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტიგინაშვილი დავით (1953), ქართველი პოეტი. ფსევდონიმი – ივრისპირელი. დაიბადა საგარეჯოში. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1982 წელს. 1983-2004 წლებში მუშაობდა შსს ხაზით სხვადასხვა თანამდებობებზე. არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. პირველი წიგნი „ვაზის ქორწილი“ გამოიცა 1992 წელს, მეორე – „თუშური ჰანგის წკრიალი“ 1995 წელს. მისი ლექსები იბეჭდება პერიოდულ პრესაში. არის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, თადარიგის ოფიცერი.
- პაატა
- რუსუდან ცეკვით დაღლილი
- კარავს დაეცა ელვადა...
- ვაიმე, შვილო პაატავ,
- ობლად რჩენილო მძევლადა!
- დიდმოურავის ბოკვერო,
- თუ გესმის მამის ძახილი:
- შენს უკან საქართველოა,
- წინ კი – ჯალათის მახვილი!
- პაატას ცრემლი გაბრწყინდა
- შეწირულ ხარის რქაზედა!
- მისი სისხლი და ნათელი
- ქართულ დროშებზე ამზევდა!