ქობულაშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქობულაშვილი ოთარ – (17?? – 1830), იყო კახეთის მეფეთა მდივან-მწიგნობარ ქობულაშვილთა შთამომავალი. ოთარს სწავლა-განათლება დავით რექტორთან მიუღია და შემდეგ ქართლ-კახეთის მეფის კარზე დაწინაურებული პირი ყოფილა 1800 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და იმპერატორ პავლეს 1801 წლის მანიფესტის გამოცემას იქ შეესწრო; ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას იგი შეხვდა იმით, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად ითვლებოდა. მისი შემოქმედება ძირითადად სატრფიალო ლექსებს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქვია ასე: „ნინოს ქალზე თქმული ნანა თავის პაპის ძმის ოთარ ქობულაშვილისგან“.


* * *
ნანას გეტყვი ნენესა,
მთვარებრ შუქთა მფენელსა,
იადონსა, ტკბილად მხმობს,
ვარდსა, ჩემს გულს მცენესა.
ხარ ჯერ ჩჩვილად ხმობილი,
ნოსტის ქალაქს შობილი,
ყოვლთ ბანოვანთ ხელმწიფე
დროზედ იქმნე ცნობილი.
შენ, ვარსკვლავო ცისაო,
ქმნულო განგებისაო,
მოდი, პაპილო ნახე,
ბარტყო შევარდნისაო!
მსურს გიხილო მლხინარე,
ჩემს საამოდ მცინარე,
მეც გაგირწებ კაკანსა,
დედა თუ გყავს მძინარე.
სიხარულო გულისავ
და საუნჯევ სულისავ,
ჩვენს კერძოც გაბიბინდი,
იავ გაზაფხულისავ!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები