აპლიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:47, 30 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპლიტი −(ბერძ. haplóos მარტივი) – მაგმური, ღიად შეფერილი, ძარღვოვანი ქანი, წვრილმარცვლოვანი გრანიტი. მეტწილად დაკავშირებულია გრანიტებთან და აგებულია კვარცით, ტუტე მინდვრის შპატებითა და იშვიათად მჟავა პლაგიოკლაზებით. აპლიტის აქცესორული მინერალებია: გრანატი, ცირკონი, ტურმალინი, აპატიტი, ორთიტი და სხვა. ის მაგმის დიფერენციაციის პროდუქტია. იყენებენ კერამიკულ წარმოებაში.