არქიმედეს ხრახნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:51, 18 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არქიმედეს ხრახნი – წყლის ასაქაჩი მანქანა, გამოგონებული არქიმედეს მიერ ძვ. წ. III საუკუნეში. გამოიყენებოდა წყლის მისაწოდებლად ქვევით მდებარე საგუბარიდან ზევით მდებარე სარწყავ არხებში. ის ორივე ბოლოთი ღია ცილინდრული მილია, რომლის ღერძის გასწვრივ დაყენებულია ხრახნულზედაპირიანი ლილვი. არქიმედეს ხრახნი თანამედროვე შნეკის პროტოტიპია.