ფიჭასებრი ფანჯარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:25, 9 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფიჭასებრი ფანჯარა (ექვსკუთხა, ჰექსაგონალური, წისქვილის) – ექვსკუთხედის ფორმის ფიგურული ფანჯარა, რომელიც მოგვაგონებს ფუტკრის ფიჭას ან გრაფიტის კრისტალურ მესერს. არის წესიერი ან წაგრძელებული ფორმის, იმპოსტით ან მის გარეშე, გასაღები ან ყრუ. ძირითადა გამოიყენება სხვენის სივრცის გასანათებლად ან დეკორატიულ ელემენტად საცხოვრებელ სახლებში. გავრცელებული იყო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში.
