დაბეტონება წყალქვეშ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 31 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაბეტონება წყალქვეშ – ბეტონის სამუშაოების წარმოების პროცესი, რომლის დროსაც ნარევი მიეწოდება წყალქვეშ. ბეტონის ნარევი გადაადგილდება მილებში ან ბადიაში. ხშირ შემთხვევაში მილებით მიეწოდება მხოლოდ ცემენტის ხსნარი, ხოლო მსხვილი შემავსებელი წყლის ქვეშ წინასწარ არის ჩაყრილი ყალიბში (ე.წ. „აღმავალი ნარევის“ მეთოდი). დაბეტონებას წყალქვეშ მიმართავენ ჰიდროტექნიკური ნაგებობის წყლისქვეშა ნაწილის აგების ან რემონტის დროს.