დროსტეს ეფექტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:44, 24 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დროსტეს ეფექტი − (ნიდერ. Droste-effect), ტერმინი, რომელიც გამოიყენება სპეციფიკური რეკურსიული გამოსახულების აღსანიშნავად. დროსტეს ეფექტის დროს გამოსახულებაზე გამოჩნდება მისი შემცირებული ვარიანტი, ამ შემცირებულზე კი კვლავ შემცირებული და ა.შ. თეორიულად ეს პროცესი დაუსრულებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეზღუდულია გამოსახულების ზომის გამო.