ვიბრაციული ცხავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 13 ივნისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიბრაციული ცხავი – მანქანა მადნის, ხრეშის, ღორღისა და სხვა ფხვიერი მასალის მარცვლების დასახარისხებლად სისხოს მიხედვით. არის ორი სახის: დახრილი – ინერციული წრიული რხევებითა და ჰორიზონტალური – ინერციული მიმართული რხევებით. დიდი მწარმოებლობის მსხვილგაბარიტიან ცხავებზე რეკომენდებულია მოდულური ვიბრობლოკის დაყენება, შედგენილი მოკლე ლილვისგან, რომლის კონსოლებზე დამაგრებულია საცვლელი დებალანსები.