ვოლტმეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 1 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვოლტმეტრი – მუდმივი და ცვლადი დენის წრედში ელექტრული ძაბვის გასაზომი ხელსაწყო. არსებობს ანალოგიური (ისრული და შუქური მაჩვენებლით) და ციფრული (მექანიკური, ელექტრომექანიკური და ელექტრული ინდიკატორებით). ირთვება დენის წრედში დატვირთვის ან ელექტრული ენერგიის წყაროს პარალელურად. გაზომვის ზღვრის გასაფართოებლად იყენებენ დამატებით წინააღმდეგობას, გამყოფს და ძაბვის ტრანსფორმატორს. ვოლტმეტრი ძაბვის გაზომვის დიაპაზონი – მილივოლტის ნაწილიდან კილოვოლტამდე. თუ გასაზომი ძაბვა მეტია 1 კვ-ზე, მაშინ გამოიყენება სტატიკური ვოლტმეტრი.