ევლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 4 აპრილი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ევლოგია - (ბერძ) „კურთხევა“, კურთხეული, კურთხევის ლოცვა. I საუკუნეში წარმოადგენდა ევქარისტიის სინონიმს. შემდგომში აღნიშნავდა ევქარისტიული მსხვერპლშეწირვისათვის მორწმუნეთა მიერ შეწირულ პურს. ამ ნაკურთხი პურის გამოუყენებელ ნაწილს ურიგებდნენ მრევლს, ვინც ზიარება ვერ მიიღო, ან კათაკმეველებს. დღეს იხმარება ნაკურთხი პურის მნიშვნელობით, რომელიც მორწმუნეებს ურიგდებათ ზიარების შემდეგ.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.