კალციუმის კარბიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:22, 14 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კალციუმის კარბიდი – კალციუმის ნაერთი ნახშირბადთან, გამჭვირვალე კრისტალები (CaC2); სიმკვრივე – 2210 კგ/მ3, დნობის ტემპერატურა – 2300°C. წყალთან ურთიერთობით წარმოშობს აცეტილენს. გაცხელებისას უერთდება აზოტს და ქმნის კალციუმის ციანამიდს CaCN2. გამოიყენება აცეტილენის, კალციუმის ციანამიდის მისაღებად და ტუტე მეტალების აღსადგენად.