ბერთოლეს მარილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:45, 22 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბერთოლეს მარილი − (ფრანგი ქიმიკოსის კ. ლ. ბერთოლეს სახელის მიხედვით), კალიუმის ქლორატი KClO3, წყალში ხსნადი უფერო კრისტალები. დნობის ტემპერატურა tდნ = 370°C. ძლიერი დამჟანგავი (გახურებისას იშლება ჟანგბადის გამოყოფით). გამოიყენება ასანთისა და ასაფეთქებელი ნივთიერების წარმოებაში.