მიწასაწოვი ჭურვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 21 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიწასაწოვი ჭურვი – მცურავი მიწასათხრელი დანადგარი, რომელიც იღებს გრუნტს წყალქვეშ წყალთან ერთად (პულპა) და აწვდის მილსადენით დაგების ადგილზე (ნაპირზე, ჯებირზე, ნაყარში). აქვს რამდენიმე საცვლელი სამუშაო ორგანო (გამაფხვიერებელი, შემწოვი, მრავალციცხვიანი). გამოიყენება ძირის გასაღრმავებელ სამუშაოებზე, ნაპირსამაგრი, ჯებირებისა და ყრილების მოსაწყობად, ქვიშის მოსაპოვებლად და სხვ.