ფინიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:12, 21 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფინიკი

ფინიკი (ფინიკის პალმა)– (Phoenix dactylifera) ფინიკის პალმის მოშენებას ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელი მიჰყვეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე თითქმის ოთხიათასი წლის წინათ. ფინიკის პალმა ნელამზარდი მცენარეა, ცხელი ზაფხულის თვეებში საჭიროებს მორწყვას და განსაკუთრებულ მზრუნველობას იგი მოსავალს იძლევა 80-100 წლის ასაკამდე, რაც განაპირობებს ამ კულტურისადმი დაინტერესებას ისტორიიდან ცნიბილია, რომ ამ კულტურამ დიდი ზიანი განიცადა ჯვაროსანთა ლაშქრობების დროს. თითქმის მთლიანად განადგურდა ფინიკის პლანტაციები გალილეის და მკვდარი ზღვის მხარეში. მოსახლეობამ XIX საუკუნეში განაახლა მისი მოშენება. წმინდა მიწის, კერძოდ იერიქონის ფინიკს მთელ ამ მხარეში ბადალი მოეძებნება.

ფინიკი ბიბლიაში

„მართალი ვითარცა ფინიკი აყვავნეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს. დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა, ეზოთა შინა სახლისა უფლისა ჩუენისათა ყუაოდიან“. (ფსალმუნნი 91, 12-13)




წყარო

ბიბლიური მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები