ნეოპრენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:18, 31 აგვისტო 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეოპრენი – სინთეზური კაუჩუკის სახესხვაობა, ქლორპრენული კაუჩუკი. შავი ფერის (ზოგჯერ ნაცრისფერი), რბილი, ფორებიანი, ელასტიკური მასალაა. არ ატარებს წყალს. მისგან ამზადებენ ტრანსპორტირებად საცხოვრებელ მოდულებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურებისათვის („ნასა”-ს პროექტი), ჰიდროკოსტუმებს, დამცავ აქსესუარებს მცირე ზომის ელექტრონული ხელსაწყოებისთვის და სხვ. მდგრადია მზის სხივებისა და ქიმიურად აქტიური ნავთობპროდუქტების მიმართ, რაც საშუალებას იძლევა ნ. გამოყენებული იქნეს საკაბელო სისტემებში გარე დამცავ გარსად.