ამორტიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამორტიზაცია – (ფრანგ. amortir სიკვდილამდე მიყვანა, ჩახშობა, ჩაქრობა),
- ბიძგების, დარტყმების შერბილება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით;
- ძირითადი ფონდების (ნაგებობათა, მოწყობილობათა და სხვ.) თანდათანობითი გაცვეთა; მათი ღირებულების ნაწილ-ნაწილ გადატანა გამომუშავებულ პროდუქციაზე;
- დაბეგრილი ქონების ღირებულების თანდათანობითი შემცირება;
- ვალის თანდათანობითი დაფარვა პერიოდული შესატანებით;
- სავალო საბუთის გაუქმება მისი დაკარგვის გამო.
ამორტიზაცია (amortization, depreciation) [<ლათ. amortisation დაფარვა, გადახდა]
- რეალური აქტივების ღირებულების შემცირება, მათი ნაწილის ყოველწლიური ჩამოწერა ექსპლუატაციალპარი ის პროცესში; ცვეთის კვალობაზე ძირითადი კაპიტალის ღირებულების გადატანა მზა პროდუქციაზე;
- ფულადი სახსრების მიზნობრივი გადარიცხვა და დაგროვება ძირითადი კაპიტალის ცვეთის ანაზღაურების მიზნით შემდგომი გამოყენებისათვის;
- ვალის თანდათანობითი დაფარვა გრაფიკის მიხედვით, პერიოდული შენატანების ან ვალდებულებების გამოსყიდვის გზით.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი