პოლიურეთანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიურეთანი

პოლიურეთანი – კომპოზიტური ნივთიერება, ჰეტეროჯაჭვური პოლიმერი, რომელიც მიეკუთვნება სინთეზურ ელასტომერებს. მიიღება პოლიზოციანიტების შეერთებისას ჰიდროქსილის ჯგუფის ნაერთებთან (რთული და მარტივი პოლიეთერები). პოლიურეთანი არსებობს ბლანტი სითხის, ამორფული ან კრისტალური მყარი ნივთიერების სახით, ნახევრადგამჭვირვალე მოყვითალო ელფერით ან შეღებილი სხვადასხვა ფერად. მისი მექანიკური მახასიათებლები იცვლება რბილი რეზინიდან ხისტი პლასტიკების თვისებებამდე. მიეკუთვნება კონსტრუქციულ მასალებს. პოლიურეთანულ პროდუქტებს ხშირად უწოდებენ „ურეთანს“, თუმცა არ უნდა ავურიოთ ეთილკარბამატებთან, რომელსაც დასავლეთში ასევე უწოდებენ „ურეთანს“. გამოიყენება ხისტი ქაფსაიზოლაციო პანელების, მანქანათა ნაწილებისა და დეტალების, წებოების, ლაქების, საღებრების, ჰერმეტიკების, იზოლატორების, დამცავი საფენების, სადებების, შემამჭიდროებლების, მაღალეფექტური ადჰეზივების, სინთეზური ბოჭკოების (მაგ., სპანდექსი), შლანგების, სასპორტო საბურავების, დეკორატიული ქვების ჩამოსასხამი ფორმების, ფეხსაცმლის ლანჩებისა და სხვ. დასამზადებლად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პოლიურეთანის გამოყენება შეზღუდულია ტემპერატურული დიაპაზონით (−60-დან +80°С-მდე).

ტექნიკური მახასიათებლები (ПУ-5 მარკის):

სიმკვრივე – 0,03-1,25 გ/სმ3;
სამუშაო ტემპერატურა – –60°C-დან +80°C-მდე;
სიმაგრე შორის მიხედვით (სკალა D) – 67-98 ერთეული;
დახურული ფორების რაოდენობა – 85-95%;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 32,0-45,0 მპა;
ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯაზე – 450-580%;
წინაღობა აგლეჯაზე – 75-100 კგ/სმ;
პირობითი ძაბვა 100% წაგრძელებისას – 7,5-9,5 მპა;
ფარდობითი ნარჩენი წაგრძელება გაგლეჯისას – < 10%.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები