ცეცხლგამჩენი ნივთიერებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:25, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცეცხლგამჩენი ნივთიერებები – სპეციალური ნივთიერებები (ნარევები), რომლებიც წვის დროს გამოყოფენ დიდი რაოდენობით სითბოს. გამოიყენება ცეცხლგამჩენ იარაღში. წვა შეიძლება მიმდინარეობდეს ჟანგბადის გამოყენებით (საცეცხლე ნარევები, თეთრი ფოსფორი, ნარევი "ელექტრონი”) და ჰაერის მიწოდების გარეშე – მყარი პიროტექნიკური შემადგენლობით, საწვავისა და დამჟანგავის შემცველობით (ტერმიტები, ცირკონიუმი, სხვა მეტალები, ჟანგბადის შემცველი მარილები).