რიტმი (არქიტექტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:09, 29 სექტემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიტმი – არქიტექტურაში სივრცითი ფორმების რიტმის დამახასიათებელი თვისებებია: ერთნაირი თვისებებით (ტოლობა, თვისებების ნიუანსური და კონტრასტული შეფარდება) გაერთიანებული ფორმის ელემენტებისადა მათ შორის არსებული ინტერვალების განმეორება და ნათლად გამოხატული კანონზომიერება ელემენტებისა და ინტერვალების განმეორებაში, ამ საფუძველზე ერთიანდება ფორმის ელემენტების დიდი რაოდენობა.